გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
რა შედეგები მოყვა  რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას
სწავლების საფეხური
საბაზო  IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 9 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე ერთი
მიზანი
  შეძლონ მოსწავლეებმა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის მიზნების გაცნობიერების  განვითარება.
დაპყრობილ საქართველოში მეფობის გაუქმების შედეგების შეფასების უნარის ჩამოყალიბება
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,
მოსწავლეებში მოცემული საკითხი არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურებას გამოიწვევს.
 ისტ – ის დახმარებით წარმოდგენილი პრეზენტაცია ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ძველი მასალის გახსენებას და ახალი მასალის ახალი ინფორმაციით შევსებას, ანუ გაკვეთილის ცენტრალური ნაწილი სიღრმისეული წვდომის ფაზაა.
 გაკვეთილზე გამოსაყენებელი სსსმ მოსწავლისათვის განკუთვნილი სწავლების სტრატეგია ხდის მოსწავლეს სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილედ. 
კავშირი საგნებთან
გეოგრაფია
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
ისტ.IX.4 მოსწავლეს შეუძლია იმდროინდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა. მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს წინასწარ ააქვთ მოძიებული მასალა იმდროინდელი ა რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ
რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, რუკა, კომპიუტერი,სლაიდები.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა: საშინაო დავალების შემოწმება –10 წუთი 
ვამოწმებ მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას.
ვაზლევ კითხვებს .დეტალურად იქნა თუ არა აღწერილი იმდროინდელი ეპოქა, როგორ გამიოყენა და შეავსო  T - დიაგრამა

 B ფაზა:  ტექსტისა და წყაროებზე დაყრდნობით მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფოს გუქმებას რუსეთისათვის, არსებობდა თუ არა სხვა საშიშროება ირან-ოსმალეთის მხრიდან. მოსწავლეები ერთვებიან სასწავლო პროცესში, იმართება დისკუსია - თუ რატომ დაიდო “გეორგიევსკის ტრაქტატი”, რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა მას და მეფობის გაუქმებით რა ბედი ეწია ქართველ ერს?

C ფაზა: იწყება გარკვეული მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად რას და რატომ ვაკეთებთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს, რა იყო მოსწავლისათვის რთული და მარტივი, რამდენად იყო მათი ინტერესები გაკვეთილზე, რამდენად ჩაერთო სსსმ მოსწავლე სასწავლო პროცესში და რა უნდა იქნეს გათვალისწინებული მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროს.

საშინაო დავალება – 2 წუთი
   შემდეგი დავალებისთვის დამუშავებული იქნეს პარაგრაფის ტექსტი, T - დიაგრამის გამოყენებით განსაზღვრული იქნეს “გიორგიევსკის ტრაქტატით” გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები. წყაროებზე დაყრდნობით და რუკის გამოყენებით დაწერონ  თემა “საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მე-19 ს-ის მიწურულს”

შეფასება
შეფასება ხდება წინასწარ შედგენილი სქემის საშუალებით – 5 წ.







5 comments:

  1. ტარიელ მომეწონა შენი გაკვეთილის გეგმა.

    ReplyDelete
  2. ტარიელ მომეწონა შენი გაკვეთილის გეგმა.

    ReplyDelete
  3. საინტერესოდ არის გაკვეთილი დაგეგმილი

    ReplyDelete
  4. მომეწონა გაკვეთილის გეგმა

    ReplyDelete
  5. ეს საკითხი ბევრ მუშაობას არა მარტო ბავშვებთან არამედ მშობლებთანაც მოითხოვს. წარმატებები.

    ReplyDelete